Foto

იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი დაბლოკა

იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა ჩინური DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი დაბლოკა. მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა სახელდება.

გადაწყვეტილების შედეგად იტალიაში, Apple-სა და Google-ის ციფრულ მაღაზიებში DeepSeek-ის აპლიკაცია გაქრა. მანამდე, იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა Garante-მ კომპანიას მოთხოვა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

კონკრეტულად, ორგანიზაციას აინტერესებდა როგორ და რა წყაროებით ხდება ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება, რა მიზანს ემსახურება ეს და ინახება თუ არა შეგროვებული ინფორმაცია ჩინეთში.

Garante-ს მიხედვით, DeepSeek-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, რის გამოც აპლიკაციის მუშაობა იტალიაში დაუყონებლივ შეწყდა და დაიწყო გამოძიება.