"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, შესაძლოა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში პირს პატიმრობა შეეფარდოს.
პროექტით, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ერთი წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმების 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ერთი წლით გაზრდის.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარის. ხოლო, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარის.
კანონპროექტით, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 41 ნაწილში და ის პირი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, კვლავ ჩაიდენს სამართალდარღვევას და განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას
ასევე ცვლილებებით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება დაჯარიმდება – 3000 ლარით და შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა ერთი წლით, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმების 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ორი წლით გაზრდის.
ასევე ცვლილებებით, სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარის. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, მისი პირველად ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის, 1500 ლარის ოდენობით.
ამასთან, პროექტით, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარის.
ხოლო, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარის.
უმრავლესობამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა და როგორც თავად აცხადებენ, საკითხის განხილვისთვის კვლავ მზად არიან.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press