დღეს, 2 თებერვალს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. თბილისში მოქალაქეები „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მთავარ მაგისტრალზე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. ბათუმში აქცია მთავრობის სახლთან გაიმართება, სადაც მოქალაქეები უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
გარდა ამისა, „ახალი თეატრი“ დღეს სამეგრელოში ჩავა და საპროტესტო მანიფესტს გამართავს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები 67-ე დღეა მიმდინარეობს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press