კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო სკოლა-ინტერნატის შენობაზე, სადაც იმ დროს 95 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად – მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. გენშტაბის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 მძიმედ დაშავდა, ხოლო 84-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მათი თქმით, უკრაინულმა ძალებმა მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს სკოლა-ინტერნატზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს:
“აი, როგორ აწარმოებს რუსეთი ომს – სუჯა, კურსკის რეგიონი, რუსეთის ტერიტორია, სკოლა-ინტერნატი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემზადებოდა ევაკუაციისთვის.” - წერს ზელენსკი.
მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, თუმცა ინფორმაცია დამოუკიდებლად ჯერ არ დადასტურებულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press