„დიდი საპროტესტო აქციის დაწყებამდე, რომელიც დღეს თბილისში, „თბილისი მოლთან“ გაიმართება, რამდენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ,როგორც მოქალაქეები განმარტავენ ქოლგები ჯერ კიდევ არ არის კანონსაწინააღმდეგო ნივთად გამოცხადებული.
საპროტესტო აქცია დიღომში, ზუსტად 16:00 საათზეა დაგეგმილი. აქცია, სახელწოდებით „ბოლომდე!“, მიუხედავად შსს-ს განცხადებებისა გაიმართება და მისი მიზანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან რამდენიმე ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ხოლო გუშინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, მოქალაქეები მაინც არ შინდებიან. ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ შეაჩერებს მათ, ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით.
„ჩვენი სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როცა ვამბობთ, რომ რადიკალიზაცია იქნება, მაგისტრალის გადაკეტვა ან სხვა მსგავსი ღონისძიებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ძალადობას. ჩვენ ვრჩებით მშვიდობიან პროტესტში, თუ სისხლის არ დაიღვარა. ბიძინა ივანიშვილი მკვლელია. ის იყო მკვლელი 90-იან წლებში, როცა ხალხი მოკლეს და თვალი არ დაუხამხამებია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია და საკუთარი დასასრულის წინაშე დგას.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press