უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა ან რაიმე სახის დათმობების განხილვა.
ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მუქარით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით.
”ვფიქრობ, ეს არის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს ზოგად დონეზე და სჯერა, რომ უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად მალე პირადი შეხვედრები გაიმართება.
„ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამაზე”, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება დონალდ ტრამპის კომენტარს მოჰყვა, რომლის თქმითაც, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ ომის დასრულების საკითხზე და რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან ძალიან სერიოზული დისკუსიას აწარმოებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press