დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეს იმაზე გაუარესებულია, ვიდრე ეს მესამე ტალღის დროს, მაისში იყო. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იგი ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს გამოეხმაურა:
"იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში და ვართ, დაახლოებით, 50-60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება გახლავთ ის, რომ მეორე ტალღის დროს არ იყო ვაქცინები, დღეს გვაქვს საშუალება, მოსახლეობა ავცრათ".
27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.
ამ დროისთვის, სულ აცრილია 418 398 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press