დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია.
მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ზომები უნდა გატარდეს და გაიცეს რეკომენდაციები, რათა ვირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდეს.
ამირან გამყრელიძემ პანდემიის დამარცხების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა, მათ შორის ვაცქინაციისთვის აქტიურობა და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა.
„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.
მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძლვა, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში. დღე კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რათა ადამიანებს როგორც ინფიცირებულს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, სახელემწიფომ იზრუნონს მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press