პოლიტიკა მოკლა ივანიშვილმა, ახლა პროცესები გადასულია ქუჩაში და შესაბასმისად, პოლიტიკოსის როლია, რომ იყოს პირველ ხაზზე, რათა ხელი შეუწყოს უწყვეტი პროტესტის წარმოებას, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებას“ მოუწევს ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები, ეს გარდაუვალია.
პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ უზრუნველყოს პოლიტიკური იზოლაცია “ოცნების“, რაც უკვე მიღწეული იქნა და ისინი მარტო არიან პარლამენტში. მიღწეულია უნიკალური რამე, სტრასბურგში იქნა მიღებული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ “ოცნების“ დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ეძლევა და სამ თვეში ახალი არჩევნები და პოლიპატიმრების გამოშვება უნდა მოხდეს. პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს დე ფაქტო ხელისუფლების იზოლაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. „ოცნებას“ მოუწევს ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები, ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press