დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის და "სავარაუდოდ" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს", - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ "შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ".
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ აწვდის.
"ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას", - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ დონალდ ტრამპი არა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press