ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.
შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველ მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ მოიგო.
ბრძოლის დროს ალექსანდრე თოფურიას ილია ეხმარებოდა, ხოლო კოლბი თიქნესს რჩევებს ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი აძლევდა.
ამჟამად UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.
მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვ...
„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარ...
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულ...
Mana press