თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაც პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილის, საბა სხვიტარიძის საქმე განიხილებოდა, მან სიტყვის უფლების ისარგებლა და მოჰყვა, დაკავებიდან გამოკითხვის პერიოდში მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
"მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები. ოქმი რომელიც პროკურატურამ წარადგინა არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. მე დამაკავეს სხვა ადგილას და ოქმში წერია, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი მისული განყოფილებაში. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე მამაჩემთან ერთად, როცა გამაჩერა პოლიციამ მე მას დავემორჩილე, ვკითხე რატომ მაკავებდნენ და მითხრეს - "გეტყვიან". მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი განაცხადეს, მოვთხოვე ჩაერთო სამხრე კამერები და არ ჩართო. მამაჩემს ვთხოვე დაერეკა ადვოკატისთვის, რა დროსაც პოლიციამ ჩამოართვა მამაჩემს ტელეფონი და აუკრძალეს დარეკვა.
წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით, სადღაც გორთან გადამსვეს შავ სედანის [ტიპის] მანქანაში, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებთან, რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის სამმართველოში.
მანქანაში მიდის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო მუქარა გაუპატიურების და ა.შ. მანქანაში მხსნიან ბორკილებს და მეუბნებიან: "მოწმის სახით ხარ შენ დაბარებული და რამე რომ არ "გეყლევა" იმიტომ გადევს ბორკილებიო". საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. ეს რომ მცოდნოდა უარს ვიტყოდი და სასამართლოში მოწმის სახით მოვითხოვდი დაკითხვას. შემიყვანეს ოთახში და იქ მიდიოდა გინება და შეურაცხყოფა. მოვითხოვე ადვოკატი უარი მითხრეს. გავიდნენ და დაუძახეს ვიღაცასაც. ოთხი ნიღბიანი სპეცეკიპირებით პოლიციელები შემოდიან, ამ დროს იწყება ჩემზე ძალადობა, მირტყამენ თავის არეში, ზედ დამახტა ერთი და ეცადა ხელი მოეტეხა. მერე გადმომაგდეს და მირტყამდნენ ხელის. ზურგის და თავის არეში, ხელის მოტეხა უნდოდათ. შემოვიდა ისევ პოლიციელი, გაიყვანა და კიდევ გავიმეოროთო, თქვეს. ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მოვითხოვე სასწრაფო. ტვინის შერყევა მქონდა და გული მერეოდა.
შემომიტანეს პარკი და ვარწყიე შიგნით, მადლობა რომ წყალი მაინც მომიტანეს. მეუბნებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ.
ამიყვანეს სხვა სართულზე - "ეს ის არისო?" "პოლიციელებზე ძალადობა არ შეგრჩებაო". სამ პიროვნებას გადამცეს, ამ სამს შევყავარ უფროსთან, უფროსი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს და მეუბნება, რომ "ოქმზე ხელს მოვაწერ", მე ვეუბნები რომ არაფერს მოვაწერ ხელს ადვოკატის გარეშე.
გამომძიებლის ოთახში შევდივარ და იქ იწყება ჩემი წამების მეორე ეტაპი. ცუდად ვიყავი პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე. იქ იჯდა ერთი პიროვნება გამომძიებლებთან ერთად, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებებს. ეუბნება გამომძიებელს, რომ გავიდეს გარეთ და შემოდის კიდევ ორი პირი სპეცეკიპირებით პოლიციის ფორმაში სახე დაფარული. სამი პოლიცია მაკავებდა და ეს ორი ძალადობდა. თავზე გადამამტვრიეს ნივთები, ხის ნივთები, ამის შემდეგ დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი. ჩამიყვანეს კაპეზეზე. ცუდად ვიყავი თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, მოვითხოვე სასწრაფო, მითხრეს რომ არ მჭირდებოდა და შემიყვანეს საკანში.
მე სამედიცინო დახმარებით ვერ ვისარგებლე იქამდე სანამ პენიტენციურში არ შემამოწმეს იქაურმა ექიმებმა. ამის მერე მე სასამართლო მეუბნება რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და უნდა ვიჯდე ციხეში, ის მოძალადეები კი გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. სასამართლოსგან ვითხოვ სამართლიან განაჩენს მე თავს ვიცავდი და ვიცავდი ჩემ გვერდით მყოფებს. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა, გირაო არ შემიფარდეს, არსად გაქცევას ვაპირებ, სიმართლეს არ გავექცევი, სასამართლომ გადაწყვიტოს მე ვარ საშიში და ისინი ვინც ხალხს აწამებენ დაზარალებულები. ეს უსამართლობა რაც დღეს ხდება საქართველოში. ერთ-ერთი მონაწილე არის სასამართლო", - მოჰყვა საბა სხვიტარიძემ.
საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლ...
ნაქირავებ ბინაში გაკეთებული არალეგალური პლასტიკ...
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამ...
Mana press