საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "ოქტომბერში პუტინისტურმა ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა.
"რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს.
მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს, რომ ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და NATO-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს.
რეჟიმმა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ როდესაც ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ დონალდ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა.
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", – განაცხადა ჯო უილსონმა.
მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსო...
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტ...
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ...
ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავ...
Mana press