პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში” ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„ხაზი გაესვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს, როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ბალტიისპირეთის ქვეყნები გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ევროპული მომავლის მხარდაჭერას” - წერს ბაიბა ბრაჟე X ზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press