ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
უხვი ნალექის გამო დატბორილია 100-ზე მეტი გზაჯვარედინი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. განსაკუთრებით რთული ვითარება ე.წ ჭაობის დასახლებასა და აღმაშენებლის ქუჩაზეა. წყალი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა, დატბორილია მაღაზიები.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებაში დატბორვის შესახებ 150-მდე შეტყობინება შევიდა.
"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.
სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.
''ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები. ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press