აშშ-სთან მოლაპარაკებების წინ, რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
New York Times-ის ცნობით, რუსეთმა 28 წლის ამერიკელი, კალობ ბაიერს უეინი გაათავისუფლა, რომელიც 7 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში მცირე ოდენობით მარიხუანას გადატანის ბრალდებით დააკავეს.
უეინის ადვოკატების განცხადებით, გაცვლა არ მომხდარა და რუსეთმა იგი უპირობოდ გაათავისუფლა.
დღეს, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთმა, გაცვლის შედეგად, 61 წლის ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი გაათავისუფლა, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ფოგელს მარიხუანას გადატანისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მარკ ფოგელის სანაცვლოდ აშშ-მა ალექსანდრე ვინნიკი გაათავისუფლა, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟის გამოყენებით ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაკავებული.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press