„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს. ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ იუწყება.
თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ ციხეში, „ვივამედიდან“ ის გუშინ გაწერეს. დღეს, კი როცა პენიტენციურმა მისი დაბრუნება რუსთავის ქალთა დაწესებულებაში არ განახორციელა, ამაღლობელმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, როგორც პროტესტის ფორმა.
მზია ამაღლობელი დღეს საღამოს გადაიყვანეს ციხეში. ის 38 დღე შიმშილობდა, ხოლო 18 თებერვალს, კლინიკაში კვლევების ჩატარების მიზნით, ის „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა 38 დღის შემდეგ შეწყვიტა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press