დროას ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება. ხოშტარიას შეფასებით, ეს პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია.
"ტელევიზიაში შევიდა საგადასახადო პოლიცია. ეს, პრაქტიკულად, იყო დაანონსებული რეპრესიული სახით ირაკლი კობახიძის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს აბსოლუტურად ნათელია, რომ არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში, მედიაზე დაუფარავი და მიზანმიმართული ძალადობისა და თავდასხმების ფონზე.
კარგად გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვემ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას. ყველა მინდა, გავაფრთხილო ქართულ ოცნებაში - არ გაგივათ. როგორც ფიზიკურად ვიცავდით და დავიცავთ ამ ქვეყანააში მედიას, ზუსტად ასე ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებს და აბსოლუტურად ყველა მედიას". - ამბობს ელენე ხოშტარია.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press