თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, სად იმყოფება და როგორ გადაკვეთა საზღვარი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
„მე არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, შესაბამისად, ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა“, - განაცხადა კალაძემ. 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები“ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბაჩიაშვილმა არ დაასახელა, რომელ ქვეყანაში იმყოფება.
„მე არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, შესაბამისად, ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა“, - განაცხადა კალაძემ.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები“ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბაჩიაშვილმა არ დაასახელა, რომელ ქვეყანაში იმყოფება.
მიმდინარე გამოძიება ცდილობს გაარკვიოს ბაჩიაშვილის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული გარემოებები.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press