უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება, და რუსეთს შორის. რუბიომ აღნიშნული მოსაზრება Fox News-თან ინტერვიუში გამოთქვა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის, აშშ-ს და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს,“ - აღნიშნა მარკო რუბიომ.
მისი განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება მოითხოვს დათმობებს ორივე მხრიდან.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მინად ეს რჩება მთავარ მიზნად და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული,“ - დასძინა მან.
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისკენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press