კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, მისივე თანაპარტიელების დაკავების ფაქტს სამარცხვინო და უღირს საქციელად აფასებს.
ამ ლაზერით აუცილებლად განათდება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საქართველოს მომავლის დასამარებაში მონაწილეობს და თუნდაც თავისი ამ პატარა სამარცხვინო ნაბიჯით ცდილობს, რეჟიმს ასიამოვნოს და წაიღოს ის ლაზერი, რომელიც ამ პროტესტის 100 დღეს განასახიერებს, პროტესტის მედეგობას და მდგრადობას განასახიერებს. პროტესტი და სახალხო წინააღმდეგობა არის ის, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, უღირსს და კომიკური სახის მქონე რეჟიმს". - განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა და ბექა ბერიძიშვილი დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.
მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მ...
ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომ...
საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი ...
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი...
Mana press