დასავლეთ საქართველო ძლიერ სტიქიას ებრძვის - აჭარა, ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეს ის ლოკაციებია, სადაც ძლიერმა წვიმამ დატბორვა, გზების და ხიდების სრულად დაზიანება და სოფლების მოწყვეტა გამოიწვია.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი 20-მდე სოფელი და 500-მდე ოჯახი, ძლიერმა სტიქიამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა სოფელი უშგულიც.
უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა აჭარაშიც - გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი დღეს ნახევრად პარალიზებული იყო. ზღვისპირა ქალაქში წყლის დონემ ძლიერი წვიმის შედეგად იმდენად მოიმატა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილიც დატბორა.
24 ივლისს წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა ნაპირსამაგრი გაანგრია და ანაკლიაში პრობლემები შექმნა, ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ბულვარის ნაწილიც. მათივე თქმით, მთავარი პრობელმა ენგურის შეცვლილი კალაპოტია და დახმარებისთვის ხელისუფლებას მოუწოდებენ. ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად მსგავსი პრობლემები აღარ იქნება.
გუშინ, 27 ივლისს სტიქია მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარშიც, სადაც მთლიანად დაიტბორა ეზოები, სავარგულები და ბაღები. ადგილობრივების თქმით,ამის მთავარი მიზეზია წყლის საწრეტი არხების არარსებობა. მათივე თქმით, ეს საკითხი 10 წელია მოუგვარებელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრობლემები იყო ასევე ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით იყო დაკეტილი.
ლენტეხშიც, რომლის შედეგადაც სოფლები გარესამყაროს მოწყდა. დაზიანებულია გზები და ხიდები. ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გარესამყაროს 20 სოფელი მოწყდა. მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და მათთან სატელეფონო კომუნიკაცია არის. მერი ამბობს, რომ წაღებულია 3 ხიდი და რამდენიმეს საფრთხე ემუქრება.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმშიც. სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიტბორა ქუჩები და ეზოები.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press