ახალი თეატრის "მანიფესტი" რეგიონებში სვლას აგრძელებს. ამჯერად საპროტესტო წარმოდგენა გორშია ჩანიშნული. სტიქიის გამო, რასაც გურიაში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, გაფიცულ მსახიობებს პაუზა ჰქონდათ აღებული. ისინი დიდთოვლობის ეპიცენტრში იყვნენ და მოქალაქეებს ფიზიკურად ეხმარებოდნენ, თუმცა დღეიდან პროტესტი რეგიონებში გრძელდება.
მანიფესტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე გაიმართება.
მსახიობები ამბობენ, რომ გორში გულთბილ დახვედრას ელოდებიან, სადაც მოქალაქეების პრობლემების შესახებაც მოისმენენ.
ვიყავით 4 სხვადასხვა ქალაქში, თუმცა გორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია და კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ადამიანებმა თავის თავზე იწვნიეს და თვითონ იყვნენ უშუალოდ ჩართულები იმ საშინელებაში, რასაც არ გავიხსენებ ახლა. ძალიან რთული მგონია ჩვენი მხრიდან, მათ სწორად მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი მგონია, როცა ჩვენ გავიდვართ რეგიონში, ჩვენ არ მივდივართ იმისთვის, რომ მათ მხოლოდ ვესაუბროთ და ჩვენი ვუთხრათ - არა, ჩვენ მივიდვართ იქ, რომ მათ მოვუსმინოთ, - ამბობს მსახიობი ანა ქურთუბაძე.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press