საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი წელი ვართ და ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა - ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო! უკრაინას ხომ შესთავაზეს ზურგი, მაგრამ ვნახეთ, როგორ ივარგა ამ ზურგმა 1994 წელს, როცა უკრაინას ბირთვული იარაღი დაათმობინეს! ან სად არის 2022 წლის თებერვალში მიცემული ზურგი?! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მათ სხვებისთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო დღეს მგლოვიარე და უკრაინის მსგავსად, განადგურებული ქვეყანა იქნებოდა.
„3-ათასი წელი ამ პირობებში ვართ. ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცები, თუ არა საკუთარმა გამოცდილებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
უნდა გვასწავლოს ის, რომ პირველი, რასაც უნდა ვენდოთ, უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და საკუთარ ხალხს. ჩვენ ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო და ვნახეთ, რა ხდება ახლა უკრაინაში. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არჩევანიც კი არა აქვს და ვერც ამბობენ, რა არის მათთვის მისაღები არჩევანი. ეს არის ის, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლება სხვებს მიენდობა - ასეთია ყოველთვის დასასრული!
ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ჩვენი რეგიონი, საუკუნეებია ასე ვართ, ასეთ სირთულეებში ვართ. ერთადერთი, რამაც ჩვენ საუკუნეები და ათასწლეულები გაგვაძლებინა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრია და არა ის, რომ ვიღაცას ავყოლოდით!
დამოუკიდებელმა ქვეყანამ ზურგის ქონაზე კი არა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იფიქროს!
ჩვენ მსოფლიო მოთამაშე, დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა არა ვართ, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენა ვიქონიოთ. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ, რომ არ უნდა ავარდე! - ჩვენ კარგად ვიცოდით, რა გზას მიჰყავხარ წითელი ხალიჩებისკენ და როგორ უნდა დაგიკრან ტაში საერთაშორისო ფორუმებზე! ასეთ წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მ...
ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომ...
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი...
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ...
Mana press