დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე დამატებით ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება იმისათვის, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, სამიზნე რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში 25-30 ათასამდე პირის ვაქცინაციაა.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ 26 ივლისს და 27 ივლისს ვაქცინირებული პირების რაოდენობა საშუალოდ იყო 14 ათასამდე. ჩვენი სამიზნე არის თითქმის ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე იგეგმება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა, იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს 25-30 ათასამდე. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
გუშინ, ბათუმში გაიხსნა ვაქცინაციის ორი ცენტრი მოლში. დაახლოებით 24 საათი სჭირდება ამგვარი ცენტრის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ. ვნახოთ, ამ კვირაში დავაკვირდებით, როგორ იქნება აქტივობა და ამის მიხედვით შემდეგ უკვე სამედიცინო დაწესებულების გარეთ ვიფიქრებთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press