ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს.
პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.
მათ საკანონმდებლო ორგანოს კიბეებთან გაშალეს ბანერი წარწერით: „ტირანიის წინააღმდეგ“. მანამდე კი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტისკენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან მსვლელობა მოაწყვეს.
ხელოვანების განცხადებით, მიმდინარე პროცესში ყველა მოქალაქემ სხვადასხვა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათივე თქმით, პროტესტის გამოსახატად აქციისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არაა და პარლამენტთან ღამის გათენება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press