ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე „მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა.
„X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო (ჯერ კიდევ არის)“, - წერს სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი.
მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა.
„ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ მასიური კიბერშეტევა იყო, რომლის მიზანი X-ის სისტემის მწყობრიდან გამოყვანა იყო, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, - აღნიშნავს მასკი.
ცნობისთვის, რამდენიმე საათი სოციალური პლატფორმა X შეფერხებით მუშაობდა.