Foto

დრონებით შეტევის გამო, მოსკოვში აეროპორტები დაიკეტა

მოსკოვში ოთხმა აეროპორტმა - შერემეტევომ, დომოდედოვომ, ჟუკოვსკიმ და ვნუკოვომ მუშაობა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ადასტურებს.

თვითმფრინავის ეკიპაჟები, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები და აეროპორტის სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ეს არის მთავარი პრიორიტეტი, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით მოსკოვზე დრონებით შეტევა გფანხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით,  თავდასხმის დროს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაზიანებული შენობებიც. როგორც მერმა აღნიშნა, ყოველი ახალი თავდასხმა უფრო მასშტაბური და სერიოზული ხდება.