“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.
კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) ავტორობით წარდგენილ კანონპროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი, კონგრესმენი ტომ სუოზი (დემოკრატიული პარტია) შეემატა, რითაც თანასპონსორების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სუოზის გარდა, თანასპონსორები ასევე არიან: რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, და დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა.
ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, “რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ნებისმიერი მარიონეტი.”
კონგრესმენი კო უილსონი მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს, “MEGOBARI აქტს”, რომელიც სანქციებსაც ითვალისწინებს, უკვე 18 თანასპონსორი ჰყავს (10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი). ასევე, “MEGOBARI აქტი” კონგრესის ზედა პალატაში - სენატშიც იქნა წარდგენილი რესპუბლიკელი ჯიმ რიშისა და დემოკრატი ჯინ შაჰინის მიერ.
მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მ...
ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომ...
საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი ...
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი...
Mana press