თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარასკევს, 22:00 საათზე, შედგება პირდაპირი ეთერი, სადაც რამდენიმე სტუდენტი და გიორგი შალუტაშვილი პირდაპირ ეთერში გამართავენ დებატებს და ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე.
სტუდენტების თქმით, შალუტაშვილი „ვერ დაითანხმეს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ჩამოსვლასა და ხალხთან შეხვედრაზე, რომ მას გაეკეთებინა განცხადება, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, შალუტაშვილმა პირობა დადო, რომ ეთერში სტუდენტებთან ერთად დაჯდებოდა.
რამდენიმე სტუდენტმა სტატუსის შეწყვეტის შესახებ 10 მარტს განაცხადა. მანამდე, მათი ინფორმაციით, სტუდენტებს, რომლებიც პროტესტს მიმართავდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, შენობის დატოვება მოსთხოვეს.
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჭია...
„მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებ...
Mana press