შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2002 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმე...
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯარი...
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქა...
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული ...
Mana press