ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი საინტერესოდ მიმდინარეობს. 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო ესპანეთის სახელით მოჭიდავემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა. მეოთხედფინალში შერაზადიშვილი რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა.
ორთაბრძოლის დასრულებამდე 9 წამით ადრე რუსმა სპორტსმენმა მეტოქე მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა, რამდენიმე წამის მანძილზე შერაზადიშვილი ტატამზე უგონოდ იწვა, ქართველ ძიუდოისტს დახმარება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გაუწია. შერაზადიშვილის მსგავსად მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ლაშა ბექაური. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალამდე პოლონელი, ებრაელი და უზბეკი სპორტსმენები დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press