ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება.
ადგილობრივბის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფისაკენ” გაემართნენ.
ჟურნალისტთა დელეგაციაში იმყოფებიან “ისტანკინოს”, “ნტვ” სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში.
ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რუსი ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, ხოლო თავად ლეონიდე ბოკერია გარკვეულ შეხვედრებს მართავს დახურულ დონეზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press