აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება.
„ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2500 ჯარისკაცის სიკვდილი მოაქვს და ის ახლავე უნდა დასრულდეს. ძალიან მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press