„ქართლმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.
„დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ქვეყანა უკვბე ახალი ადგილობრივი თვითმართველობის ჩატარბეის რეჟმზე გადავიდა ,ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press