რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზად არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეგორი კარასინმა განუცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS.RU ავრცელებს. „მზად ვართ ეს საკითხი (ავიამიმოსვლის განახლების პრობლემა) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა კარასინმა. ამასთან, მას გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდა. გრეგორი კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება, თუმცა მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის. „ყველაფერი პანდემიისგან გამომდინარეობს“, - აღნიშნა კარასინმა.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press