ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ ჰქონდა დაწყებული, მმართველ პარტიას საკუთარი ხელმოწერის ანულირება გაუადვილა. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს.
,,მართალია. სამწუხაროდ, იგივე ითქმის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაზე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე'', რომელმაც 19 აპრილის ერთობლივი შეთანხმებაზე ხელის მოწერის მცდელობა არ ჰქონია. მათ,,ქართულ ოცნებას'' თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს . მართალია, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება''. - წერს ევროპარლამენტარი.
ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს.
,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობისგან პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აინტერესებს - და არა მთელი ქვეყნის. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს.'' - აქვეყნებს რიში სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press