დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მედიის კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდა.
"მესამე მოსმენისთვის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტმა განიცადა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები. ერთადერთი შედარებით საყურადღებო საკითხი შეეხება კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით ჩამოყალიბებულ 59-ე პრიმა მუხლს, სადაც ხდება მე-5 პუნქტის დამატება, რადგან მეორე მოსმენისას გაჟღერდა, რომ მაუწყებლის ონლაინ არხებზეც გავრცელდეს არსებული სტანდარტები და ონლაინ არხები სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს ონლაინ რესურსები. ეს არის და ეს. სხვა მხრივ პროექტმა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები განიცადა". - თქვა ჭიეშვილმა.
ცნობისთვის, 19 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 83 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი ერთი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press