ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ის ან დასავლეთის გზით წავა, ან რუსეთის გზას დაადგება.
მისი თქმით, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას, საქართველოში კი, უფრო ხშირად ულტრარადიკალური ელემენტები იკვეთება.
„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომლებიც არის ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ. დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას და არა იმ ულტრარადიკალურ ელემენტებს, რომლებსაც უფრო ხშირად ვხედავთ ქვეყანაში. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press