პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ,,კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს. ინფორმაციას კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თენგო თევზაძე ავრცელებს.
"ნიკა მელიაც დაიბარეს, როგორი დამთხვევა ერთი კოალიციის სამ ლიდერს ერთდროულად რომ იბარებენ! ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე - ნეტა რა სისტემით იბარებენ ხალხს? პარტიების მიხედვით არ იკადრებდნენ და შემთხვევით ანბანის მიხედვით ხომ არ შვებიან?", - წერს თევზაძე.
მანამდე, ე.წ. კომისიაზე დაიბარეს ,,კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press