ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს დაუპირისპირდა. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს, ძალის გამოყენებით დაშალეს და ტერიტორია "ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუსუფთავეს.
ზუგდიდში შეკრებილები აპირებდნენ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს საპროტესტო ბანერებით დახვედროდნენ და ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ, თუმცა მათთან დილით საპოლიციო ძალები მივიდნენ, ჯერ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე, ძალადობრივად მოაშორეს სკვერს.
ამის შემდეგ, მემორიალთან გმირებისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდის "ოცნების" მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლები მივიდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლ...
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმ...
ქალაქი ჯვარი საქართველოში ალბათ მოსახლეობის ნაწ...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შე...
Mana press