ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო - ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.
ამასთან, ვაშაძე „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „ცრუ პროპაგანდის გავრცელებას თავი დაანებონ”.
„ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!
არ იცით, ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? - მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!
გენერალი ლებედის - ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს - ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან? - არაფერი!
შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!
ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.
თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press