Foto

ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კომპანია „სიმენსის“ დირექტორი და მისი ოჯახი ემსხვერპლა

ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კომპანია „სიმენსის“ აღმასრულებელი დირექტორი ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ავგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე და სამი შვილი – 4,5 და 11 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ავიაკატასტროფას ასევე პილოტიც ემსხვერპლა.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე ჯერსი სითის მახლობლად მოხდა, სადაც ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენმა საშინელი კატასტროფა განიცადა. როგორც ჩანს, ექვსი ადამიანი – პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი ჩვენთან აღარ არიან. კატასტროფის ამსახველი მასალები შემზარავია. ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილების ოჯახები და მეგობრები“,- წერს დონალდ ტრამპი.