Foto

ელენე ხოშტარია- ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, უნდა ვიბრძოლოთ

რ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, ბოიკოტი არ იქნება. ბოიკოტი დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, -  ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა დროას "დამფუძნებელიმა და თბილისის საკრებულს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ  ნიკა მელიასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

ხოშტარიას თქმით, „ქართულმა ოცნების“ გუშინდელი განცხადებით აჩვენა რომ იგი პრორუსული და ანტიდასავლური ორიენტაციის ძალაა.  ხოშტარიას თქმით არჩევნების დღეს , ხალხი აირჩევს თავის მომავალს.

„მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას რაც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ  გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთი რამეზე რომ გააჩინოს უიმედობის განცდა, უმოქმედობის განცდა ჩვენს მოქალაქებში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და რომ „ ქართუული ოცნება“ არის ყველაფერზე წამსვლელი. ჩვენს სინამდვილეში  ძალიან კარგად ვიცი რომ მიშელი შეთანხმებისხელმოწერის  პირველი დღიდან „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას ყოველდღიურად არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ოლუზია რომ „ ქართული ოცნება“ პატივს სცემს ან შეთანხმებას ან ჩვენი პარტნიორების ან ოპოზიციის  ან საზოგადოების პოზიციაას. ერთადერთი სიახლე რაც ჩვენ ვნახეთ გუშიდინდელ განცხადებაში ეს იყო პირველი მათ არ აწყობთ,  მათივე მოგონილი 43 %-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ იმედი რომ ისინი შეძლებენ არა თუ უმრავლესობის, არამედ ამ მ 43% -ის აღებასაც . ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი ეს ციფრები,ისინი მათი მოგონილია .  ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ  ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე. მეორე რაც ჩვენ გვითხრა „ ქართულმა ოცნებამ „ და 5 ივლისის შემდეგ, ამას მიზანმიმართულად მუდმივად გვავხევენ თავს, ეს იყო ღია განაცხადი პორუსულობაზე და ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ განწყობაზე . თქვეს რომ დასავლეთთან ,ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის  ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნები  და არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის  განსაზღვრის დღეს.  შესაბამისად ჩვენ ყველამ, ჩვენ პოლიტიკოსებმა  და თქვენ მოქალაქეეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული ,არა არის საქართველო ის ქვეყანა,რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა სადაც ხალხს ურტყამენ,ცემენ და კლავენ ქუჩაში , არ არის საქართველო ის ქვეყაანა სადაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს , არ არის საქართველოი ის ქვეყანა  სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების,არ არის საქართველო ის ქვეყანა სადაც ვცხოვრობთ შიშიში,სიძულვილში და ნგრევაში.

მე და ნიკა, და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ და საერთოდ არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მომართული" - განაცხადა ხოშტარიამ ბრიფინგზე