Foto

გიორგი ვაშაძე - საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია, ტვინების ოკუპაცია

დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას.

„დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია.

რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას.

ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს ტყუილში, ყოველდღე დაგაბნიოს და დაგაეჭვოს.

როცა ხალხი ამბობს: რა აზრი აქვს? „ყველა ერთნაირია, ვერავის ვენდობი…“ – იქ უკვე იმარჯვებს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა.

სწორად ინფორმირებული და გაბრაზებული ხალხი აპროტესტებს,დაბნეული და დეზორიენტირებული – ნებდება.

ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას.

გამოსავალი? – თავისუფალი გონება!

თავისუფალი გონება ქმნის თავისუფალ ადამიანს, თავისუფალი ადამიანი – ქმნის თავისუფალ ერს.

ამიტომ ქვეყნის გათავისუფლება ჯერ გონების გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ!“, - წერს გიორგი ვაშაძე.