ევროკავშირი 2025 წლის მეორე ნახევარში გეგმავს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუმარტივებს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
გასულ კვირას აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ევროპულ პარლამენტს, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ინსტიტუციები მიზნად ისახავენ, რომ შეთანხმება მიაღწიონ მანამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთია.
შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება.
იოზვიაკი წერს, რომ ახალი კანონმდებლობით შეჩერების ახალი საფუძველი ეხება ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებთან.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი ...
ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კომპ...
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთ...
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობ...
Mana press