რუსულმა მხარემ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. დაიბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 54 ადამიანი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, „რაკეტამ ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს დაარტყა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ”.
დაშავებულთაგან 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ბავშვი. ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქებები იყო სუმის ოლქში, ნიკოლაევსა და დნეპრშიც. სუმში თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღია...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ...
შაბათს, 22 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ...
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის...
Mana press