რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ლისაკის ცნობით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში დრონების გამოყენებით ავტობუსს დაარტყეს, რომელშიც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
„მტრის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 30 ადამიანი დაშავდა“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.
ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლსაც შეუტიეს, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხ...
რუსულმა მხარემ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით ი...
უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღია...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ...
Mana press