„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის," - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ვრცელებენ , წერილში კონგრესმენები „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან.
კონგრესმენების წერილში ნათქვამია,რომ ამ მოვლენებით გამბედაობა ემატება მას,ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს.
„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მისი დანგრევისთვის.
მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, - ნათქვამია კონზინგერისა და კონოლის ერთობლივ განცხადებაში
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press