Foto

მთავარი არხი საეთერო მაუწყებლობას პირველი მაისიდან შეწყვეტს

„მთავარი არხის“ მაუწყებლობა პირველი მაისიდან სრულად შეწყდება, - ამის შესახებ დღეს, 28 აპრილს „მთავარი არხის“ იმერეთის კორესპონდენტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არხის თანამშრომლებს დღეს, ოფიციალურად გამოუცხადეს, რომ „მთავარი“ მაუწყებლობას არ განაახლებს.

„დასრულდა კიდევ ერთი  ეტაპი,  "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტობა.  ეს  თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე,  მაგრამ ამავე დროს  ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი ტვ ვერ იხსნება,  მთავარი არხის" საეთერო მაუწყებლობა კი  1-ლი  მაისიდან სრულად შეწყდება.  მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ  ასე დასრულდა", - წერს ჟურნალისტი.